: სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, ემიგრანტის გადმორიცხული ფულით არსებობს და აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე, მასაც შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? – აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ

ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი – პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება საფრთხეს უქმნის ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც უცხოეთიდან ფინანსურ დახმარებას იღებს.

სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი კანონის პირობებში სამართლებრივი დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს თუნდაც ოჯახის წევრისგან მიღებული თანხა, თუ მოქალაქე საჯაროდ გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს.

„ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი. ყველასთვის, ვინც ერთ თეთრს მაინც იღებს უცხოეთიდან, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრისგან. სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, უცხოეთიდან ემიგრანტის გადმორიცხულ ფულზე არსებობს და მაგალითად, საკუთარ აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე. შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებს. ავტოკრატიული იდიოტიზმის აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, ფასების დარეგულირების საქმე, ეტყობა, ვერ მიდის რაღაც კარგად”,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)