სალომე სამადაშვილი – სირცხვილია, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა – ბატონ მაჭარაშვილს კი ვურჩევ, ცოტა მეტი იკითხოს, ევროპულ პრესას მაინც გაეცნოს, რომელიც მის მშობლიურ, რუსულ ენაზე ითარგმნება

ბატონ მაჭარაშვილს ვურჩევ, ცოტა მეტი იკითხოს. კითხვა რომ არ უყვარს, ვიცი. ერთხელ წიგნი ვაჩუქე პარლამენტში მათ ფრაქციას და მოისროლა, უკან მესროლა, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც ოპოზიციას ურჩევს, „ნაკურთხი წყალი დალიოს, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში“.
სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გურამ მაჭარაშვილს ურჩია, თუ წიგნს არ კითხულობს, „მისთვის მშობლიურ რუსულ ენაზე“ პრესას მაინც გაეცნოს.
„წერა-კითხვის მოყვარულები რომ არ არიან „ხალხის ძალაში“ მესმის, მაგრამ მაინც უხერხულია, ადამიანი საჯაროდ საუბრობდეს და სრულიად უმეცარი იყოს. ვურჩევ, პრესას მაინც გაეცნოს, წიგნებს რომ არ კითხულობს, მესმის. ევროპულ პრესას რომ გაეცნოს, რომელიც ითარგმნება მათთვის მშობლიურ, რუსულ ენაზე და რუსულად შეუძლიათ წაიკითხონ, გაიგებს, რომ დღეს ევროკავშირის მთავარი პრობლემა არის უნგრეთი“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, 15 დეკემბერს ყველა პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სავარაუდოდ, უნგრეთის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
„ჯერ ვერ ჩამოყალიბდა პუტინისა და „ქართული ოცნების“ მოკავშირე, , დაუჭერს თუ არა გაფართოების პაკეტს მხარს. „ქართული ოცნებაც“ ამ პროპაგანდას ავრცელებს, რა შუაშია სთან მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთანო. ევროკავშირი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, გაფართოების შესახებ დოკუმენტი არის ერთიანი, სადაც ყველა ქვეყანა თითო ნაბიჯს დგამს წინ. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკური მიდგომა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ლელოს“ დეპუტატის განმარტებით, ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს, რომ სწორედ ვიქტორ ორბანია საქართველოს მთავარი მოკავშირე.
„ქართული ოცნება“ ძალიან ხშირად კითხულობს,რატომ გვეძახით პრორუსებსო. აი, ამიტომ გეუბნებით, რომ ს მოკავშირეები ხართ და რუსებს ემსახურებით. ქართველ ხალხს ატყუებთ, რომ მთავარი მოკავშირე არის ვიქტორ ორბანი. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ორბანი არის, რეალურად, პუტინის მოკავშირე. ახლა აღმოჩნდა, რომ სწორედ პუტინის მოკავშირე უქნის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს მმართველი გუნდი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, უშლის.
„სირცხვილია, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა და ამდენი სისულელის საჯაროდ საუბარი უბრალოდ უხერხულობას მიქმნის. მინდა, რომ პარლამენტს ცოტა ღირსეული თავმჯდომარე ჰყავდეს, თუნდაც სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს. უბრალოდ, უხერხულია, იმდენი სისულელე გვესმის მისგან“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მან, ასევე, „სიბრიყვე“ უწოდა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას საფრთხე არ შეუქმნია.
„მორიგი სიბრიყვეა. უბრალოდ, სახიფათოა, როდესაც ასეთი ბრიყვი არის ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის ქვეყნისთვის სახიფათო. რეალობა არის ის, რომ საქართველოში გასული წელიწად ნახევრის მანძილზე, რუსეთის მოქალაქეების მიერ ათობით ათასი ბიზნესი დარეგისტრირდა. შალვა პაპუაშვილი რუსეთის წარმომადგენელია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი არა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჰქვია და რუსეთს ემსახურება, მათ შორის ფარცხალაძეს. ფარცხალაძესაც ალბათ, ქვეშევრდომად მიაჩნია პაპუაშვილი, და სხვები“, – განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, დეპუტატის თქმით, საქართველოს სტრატეგიულმა მოკავშირე ამერიკამ თქვა, რომ მტრული სახელმწიფოს, რუსეთის გავლენს აგენტია ოთარ ფარცხალაძე და ის რუსეთის ინტერესების დასაცავად მოქმედებს, ამ დროს კი „ჩნდება კითხვა, მტრული სახელმწიფოს გავლენის აგენტს, რომელიც სანქცირებულია სტრატეგიული მოკავშირის მიერ, ქვეყანაში შეუზღუდავად გადადგილების უფლება უნდა მიეცეს თუ არა?!“.
მისი განმარტებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლება ჰყავს და თუ არ შეცვლის, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს