– რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, განცხადებები, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. მათ შორის ის ტყუილი გაბათილდება ხვალ, როცა ჩვენ ვნახავთ, რომ „MEGOBARI აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მინდა საზოგადოებას განვუმარტო რას ნიშნავს „MEGOBARI აქტი“ – ეს არის ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერი აქტი, რომლის მიზანია რუსულ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდა, რათა გათავისუფლდეს საქართველო რუსული რეჟიმის მმართველობისგან, აღდგეს ქვეყანაში დემოკრატია და ჩვენ შევძლოთ იმ ამოცანების განხორციელება, რაც დასახული აქვს ქართველ ხალხს და რასაც ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა