სალომე სამადაშვილი – როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში

როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში, ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის სომხეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი სომხეთში მიზნად ისახავს ყველა იმ სიკეთის მინიჭებას სომხეთისთვის, რომელსაც საქართველო ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად უახლოეს მომავალში დაკარგავს“.
„ევროკავშირთან ურთიერთობები ყოველთვის ემყარება ღირებულებებს და იმას თუ რამდენად პასუხობს ესა თუ ის სახელმწიფო, დემოკრატიის თვალსაზრისით, ევროკავშირის მოლოდინს. სწორედ ამიტომ არის, რომ სომხეთში დემოკრატიული გარღვევის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, შეიცვალა როგორც სომხეთის დამოკიდებულება, გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით და მათ გადაწყვიტეს ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ასევე ვხედავთ რამხელა მხარდაჭერა აქვს დღეს სომხეთს ევროკავშირიდან. ამის პარალელურად, როდესაც საქართველოში რუსული ავტოკრატიული სისტემა დამყარდა, ცხადია და როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში, ჩაანაცვლებს. მაშინ როდესაც საქართველომ დაკარგა ევროკავშირში გაწევრიანების გზა და ჩვენ არ მივდივართ წინ, მაშინ როდესაც დღის წესრიგში დგას უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოსთან, ვხედავთ, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მაღალი დონის ვიზიტებს სომხეთში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ სიკეთის მინიჭებას სომხეთისთვის, რომელსაც საქართველო ს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაკარგავს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, სალომე სამადაშვილმა გუშინ გამართულ აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს შეუძლია ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობების დაძლევისთვის იმუშაოს.
„მე ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს რაღაც გზა, ერთიანი სამოქმედო გეგმა. დღეს ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ გამოიკვეთოს რა ბრძოლის გზაზე აპირებს რომ დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა. ამასთან დაკავშირებით, კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს ეს აზრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან, მის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს. გვესმის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რუსული რეჟიმის დამარცხებას შევძლებთ დიდი საზოგადოებრივი ერთიანობით და „ლელო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.