სალომე სამადაშვილი – პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება

პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება – ს პირადი, კერძო ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი რომ გამოიყვანონ, დააყენონ, კენჭი იყაროს და აირჩიოს ივანიშვილის არალეგიტიმურმა, ამ რაღაცა თავყრილობამ, არანაირი განსხვავება არ იქნება ამ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა „კონსტიტუციური ჩარჩოებიდანაა გასული“.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. მინდა, რომ საზოგადოებას ძალიან ნათლად შევახსენო – საქართველოს დღეს არ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა, არჩევნებს რომ თავი დავანებოთ – გაყალბებულს და კონსტიტუციის დარღვევით ჩატარებულს. ამიტომ, პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება. ბიძინა ივანიშვილის პირადი, კერძო ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი რომ გამოიყვანონ, დააყენონ, კენჭი იყაროს და აირჩიოს ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურმა, ამ რაღაცა თავყრილობამ, რომელმაც საქართველოს პარლამენტი დაირქვა, არანაირი განსხვავება არ იქნება ამ ქვეყნისთვის. ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არის გასული და მის დასაბრუნებლად ქვეყანას ახალი საპარლამენტო სჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად