სალომე სამადაშვილი – პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს პროტესტის პარალელურად – არ მიმაჩნია, რომ პროტესტს სათავეში ვინმე პოლიტიკოსი უნდა ჩაუდგეს

პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს პროტესტის პარალელურად. არ მიმაჩნია, რომ პროტესტს სათავეში უნდა ჩაუდგეს ვინმე პოლიტიკოსი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტში ოპოზიციის როლზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რაც უფრო ჰორიზონტალურია პროტესტი, მით უფრო უკეთესია.
„ოპოზიცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მუშაობს, არამედ ოთხივე პოლიტიკურ ჯგუფს გვაქვს ყველაზე ეფექტიანი საგარეო ფრონტი. ჩვენ ვახერხებთ იმას, რასაც ალბათ, მთელი სამინისტრო ემსახურება. აქ არ არის მხოლოდ ვაშინგტონი, საგარეო ფრონტზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს დღეს ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ს როლი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სისტემური მუშაობის როლი არის ძალიან დიდი.
პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს პროტესტის პარალელურად. არ მიმაჩნია, რომ პროტესტს სათავეში ვინმე პოლიტიკოსი უნდა ჩაუდგეს. ამის კარგი მაგალითია ბელარუსი, როდესაც გამოიკვეთა პროტესტის ლიდერი – სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელსაც შემდეგ აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო და ამით დასრულდა პროტესტი. ამიტომ, პირიქით, რაც უფრო ჰორიზონტალურია ეს პროცესი, მით უფრო უკეთესია“,- განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, ის რომ „გაყალბებულმა არჩევნებმა აღიარება ვერ მოიპოვა“ ეს იყო 4 პოლიტიკური პარტიის კოორდინირებული პოზიციონირება.
„ეს 4 გაერთიანება დღეს წარმოადგეს 1 მილიონამდე ამომრჩეველს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ გაყალბებულმა არჩევნებმა აღიარება ვერ მოიპოვა, ეს იყო კოორდინირებული პოზიციონირება ამ 4 გამარჯვებული პარტიის, რომლებმაც თქვეს რომ არ იღებდნენ ამ ს შედეგებს.
ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა ეს არის მოდელები – სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს: შეიძლება თუ არა იგივე ელექტრონული სისტემით ჩატარდეს ახალი არჩევნები. არსებობს მოსაზრება, რომ ძველ სისტემა არის უკეთესი. ჩემი აზრით, ამ მოდელობების შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან აქაც ერთი დღის წესრიგით უნდა ვიყოთ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აქვს ეჭვი, რომ არჩევნები გაყალბდა, გარდა იოსელიანის, „ქართული ოცნების“ და სა.
„არ მქონდა მოლოდინი, რომ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი იქნებოდა, რადგან მამუკა მდინარაძის ბედნიერი სახე არ მინახავს, როგორც იმ დღეს, როდესაც მათ იოსელიანი აირჩიეს სახალხო დამცველად. იცოდნენ, რომ ის იქნებოდა მართული ადამიანი. ყველამ იცის, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა რომ ამ ადამიანის არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს.
არავის აქვს ეჭვი, რომ არჩევნები გაყალბდა, გარდა იოსელიანისა და „ქართული ოცნების“ წარმოდგენების და რუსების, რომლებიც ამბობენ რომ ქვეყანაში საუკეთესო არჩევნები ჩატარდა.
მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავა 2 ფაქტორის არსებობის პირობებში, რაც არის საგარეო და შიდა ზეწოლა.
„ოპოზიციას ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ გვესმის, რომ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება დათმობაზე წავა, მხოლოდ 2 ფაქტორის არსებობის პირობებში ეს არის: გარე ზეწოლა და მეორე შიდა წინააღმდეგობა. ასეთ ავტოკრატიულ სისტემას, რომელიც ამდენ კომპონენტს აკონტროლებს ოპოზიცია ამ სისტემას ვერ მოერევა თუ არ იქნება ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.