სალომე სამადაშვილი – „ოცნება“ რეგლამენტს არღვევს, რადგან მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა უნდა გამართულიყო ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და ფრაქციასთან – კობახიძემ გადაწყვიტა, მთელი ოპოზიცია ერთად უნდა დასვას და ყველას ერთად ეძახოს „ნაცმოძრაობა“

როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება“ რეგლამენტს არღვევს, რომელიც მოითხოვდა შეხვედრა გამართულიყო ყველა შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფსა და ფრაქციასთან – მ გადაწყვიტა, რომ მთელი ოპოზიცია ერთად უნდა დასვას და ყველას ერთად ეძახოს „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ამასთან, სამადაშვილის თქმით, კანდიდატები შეკითხვებს არ პასუხობენ, ამიტომ კითხვების გამეორების აზრსაც ვერ ხედავს.
„მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართოს ოპოზიციასთან, რადგან „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ მათ გაბანკროტებულ პოლიტიკურ ძალას გადაარჩენს მხოლოდ საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, რაც ცხადია დიდი ტყუილია. „ლელოს“ აქვს რეფორმების კონკრეტული ხედვა ყველა მიმართულებით და თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრის, ჩვენ გვექნებოდა ძალიან საქმიანი საუბარი. ეს არ მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“, კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მთელი ოპოზიცია ერთად უნდა დაჯდეს და ყველას ერთად უნდა ეძახოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სატელიტები. ახლა ამ რაღაც „ქოცურ“ თამი ჩვენ არ შევალთ. მესამე დღეა ვუსმენთ მინისტრებს და არც ერთ კითხვაზე მათ პასუხი არ აქვთ. სიმართლე რომ გითხრათ, აზრსაც დიდად ვერ ვხედავ შეკითხვების გამეორების, რომელზეც პასუხიც ამ ხელისუფლებას არ აქვს,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება