სალომე სამადაშვილი – „ოცნება“ არის ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც კი

„ლელოს“ დეპუტატის, ს განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც კი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ის, რაც დღეს ხდება, ეს არის არალეგიტიმური პროცესი. რამდენმა კომიტეტმაც არ უნდა დაამტკიცოს ეს კანონი, რამდენჯერაც არ უნდა უყარონ კენჭი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რობოკოპებისა და მთელი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზაციის პირობებში უწევთ საკუთარი დეპუტატების შემოპარება, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული. ამ კანონს თუ მიიღებენ და დაამტკიცებენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან არამხოლოდ ეს სამარცხვინო რუსი დეპუტატები, რომლებიც დღეს რუსულ დავალებას ასრულებენ, არამედ, ფაქტობრივად მთელი მთავრობაც. საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეული მთავრობა ნიშნავს არალეგიტიმურ მთავრობას და ჩვენ მივალთ იქამდე, რომ სწორედ დემოკრატიული პროცესით ქვეყანას ეყოლება ლეგიტიმური, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?