სალომე სამადაშვილი – ომი რუსეთმა დაიწყო და მშვიდობის დამყარებას პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება – მისი მხრიდან არანაირი ინდიკაცია არ გვაქვს, რომ ამ ომის შეჩერებას აპირებს

ომი [ში] რუსეთმა დაიწყო და მშვიდობის დამყარებას პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება – მისი მხრიდან არანაირი ინდიკაცია არ გვაქვს, რომ ამ ომის შეჩერებას აპირებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა -ის პრეზიდენტის, ს მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, „მშვიდობის დამყარება რუსეთზე ეფექტიან ზეწოლას მოითხოვს“.
„ნამდვილად, ყველას გვსურს, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მშვიდობის დამყარებას, უპირველესად, პუტინის რეჟიმის მზაობა სჭირდება, რომ ეს ომი შეწყდეს. ამიტომ, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მესამე მხრიდან, მშვიდობის მსურველებისგან თუ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ფაქტია, რომ პუტინის რეჟიმისგან არანაირი ინდიკაცია არ გვაქვს, რომ ის ამ ომის შეჩერებას აპირებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, საბოლოოდ, მშვიდობის დამყარება რუსეთზე ეფექტიან ზეწოლას მოითხოვს. უნდა დაველოდოთ რუსეთს რა რეაქცია ექნება ამ მცდელობაზე, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ჯერჯერობით, ამ საკითხზე ს პოზიციაში ძვრებს ვერ ვხედავთ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გარდა ამისა, გამოეხმაურა „ჰერითიჯის“ ფონდის კვლევასაც და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის მათ შორის, მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების „გაყინული პროცესი, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაწერილი რაიმე ტიპის ანგარიში“.
„ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი შეფასება თუ სად არის ჩვენ ქვეყანა, ის რეალობაა, რაც საქართველოშია შექმნილი. რეალობა ისაა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მკვეთრად შემცირებულია საგარეო პირდაპირი ინვესტიციები. ვერავინ ხედავს პერსპექტივებს ქვეყანაში, რომელიც იმ საფრთხის წინაშეა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები დაკარგოს.
საქართველო ის ქვეყანაა, რომელთანაც ევროკავშირმა თანამშრომლობის ყველანაირი ფორმატი გააუქმა, შეაჩერა გაწევრიანების პროცესი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უვიზო რეჟიმის შენარჩუნების პერსპექტივა. ეს სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს მკვეთრი უკუსვლა აქვს კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს არის ის შეფასებები, რაც ქართველ ხალხს აწუხებს. ქართველ ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც პირდაპირი ინვესტიციები სჭირდება უცხოეთიდან. ქართველ ხალხს სჭირდება პენსიისა და ხელფასის გაზრდა. ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისითაც არანაირი პროგრესი არ გვაქვს. რაც მთავარია, ქართველ ხალხს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება სჭირდება. ეს პროცესიც აბსოლუტურად გაყინულია ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაწერილი რაიმე ტიპის ანგარიში. რელევანტური ისაა, რაც ჩვენი რეალობაა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.