სალომე სამადაშვილი – მსგავსი უტვინობა, რაც ხაბეიშვილის და ზოდელავას დაპატიმრებით ჩაიდინეს, ძალიან ცოტა მახსენდება – გუშინ ამ ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ იმდენად დაჩაჩანაკებული არიან, სჯერათ, 4 ოქტომბერს ვინმემ შეიძლება დაამხოს

აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას უფრო სჯერა, რომ 4 ოქტომბერს მათი დამხობა შესაძლებელია, ვიდრე თუნდაც ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ს თქმით, როდესაც ლილუაშვილი სუს-ის უფროსობიდან გაათავისუფლეს, ცხადი გახდა, რომ „რეჟიმს დაეწყებოდა უმძიმესი პრობლემები“.
„აღმოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებას, მდინარაძეს, ს და დანარჩენებს, ბევრად უფრო სჯერათ იმის, რომ მათი დამხობა ოთხ ოქტომბერს შესაძლებელია, ვიდრე თუნდაც ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილს. მსგავსი უტვინობა, რაც მათ ჩაიდინეს ხაბეიშვილის და ზოდელავას დაპატიმრებით, ძალიან ცოტა მახსენდება.
ერთ რამეს ვიტყვი, ძალიან ბევრ უტვინობას ჩაიდენენ კიდევ იმიტომ, რომ მე 8 წელი გავატარე პარლამენტში, როგორც პარლამენტის წევრმა და მოსმენილი მყავს „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი, ასევე ლილუაშვილი, რომელიც ჩემთვის იყო ოპონენტი, არაფერი ამ კაცთან საერთო არ მქონდა ღირებულებათა ჭრილში და ყოველთვის ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ გონებრივი შესაძლებლობები ხელს არ უშლიდა. რა დღესაც ეს კაცი სუს-ის უფროსობიდან ჩამოწერეს, მაშინ ვთქვი, რომ ამ რეჟიმს დაეწყება უმძიმესი პრობლემები. იმ დონეზე რომ დახვალ, რომ მდინარაძის ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანს ჩააბარებ სუს-ს, მიხვალ იქამდე, სადაც მივიდა ეს ხელისუფლება, რომელმაც გუშინ ღიად განაცხადა, ყველას უთხრა, მტერსაც და მოყვარესაც, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, რომ იმდენად დაჩაჩანაკებული არიან, რომ სჯერათ, 4 ოქტომბერს ვინმემ შეიძლება დაამხოს.
მინდა მივმართო ყველას, ვისაც სისტემა იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის, მათ შორის ს გაყალბებისთვის, თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ასეთი დასუსტებული რეჟიმი არ ყოფილა და ნურცერთ უკანონო დავალებას ხელს ნუ მოაწერთ. ვერ იქნებით ამ ხალხის იმედზე, მათი დასასრული 4-5-7-ში თუ რამდენიმე თვეში, გარდაუვალია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ფულის ამოღება უნდათ იმ ხალხისგან, ვინც ბევრი ფული წაიღო სახლში“.
„ჯუანშერ ბურჭულაძე ერთ-ერთი წვრილი თევზია იმ უზარმაზარ კორუფციულ სისტემაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აამუშავა. ახლა, რასაც კობახიძე აკეთებს, ის არის, რომ ფულის ამოღება უნდათ იმ ხალხისგან, ვინც ბევრი ფული წაიღო სახლში. ბევრი წაღებული აქვს რეალურად ღარიბაშვილს. შიდა კლანური გარჩევები მიდის, რომ ფული მიატანინონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.