სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანია, ევროკავშირისგან ეს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული, რა ნივთიერებით მოწამლა საკუთარი მოქალაქეები ივანიშვილის რეჟიმმა გასულ წელს

მნიშვნელოვანია, ევროკავშირისგან ეს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული, რა ნივთიერებით მოწამლა საკუთარი მოქალაქეები ს რეჟიმმა გასულ წელს, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანი იყო ის მოწოდებები, რაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე საერთაშორისო გამოძიების უზრუნველყოფას ეხებოდა.
„ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ დღეს ევროკავშირი ძალიან სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით სულ უფრო დამძიმებული ვითარების გამო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მოწოდებები, რაც საერთაშორისო გამოძიების უზრუნველყოფის თაობაზე გაისმა, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირისგან გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული, რა ნივთიერებით მოწამლა საკუთარი მოქალაქეები ს რეჟიმმა გასულ წელს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს