სალომე სამადაშვილი – მმართველი პარტია ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება – ის მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და კრიტიკულად აფასებს რუსულ კანონს

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, ს განცხადებით, ხელისუფლება ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, სინამდვილეში კი „დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.
როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს „რუსულ კანონს“ და მოითხოვს, ეუთო-მ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
მმართველი პარტია, ზუსტად რუსული პროპაგანდის ხერხებით, ანტი-ამერიკულ განცხადებებს აკეთებს – ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
სიმართლე სხვაა – ეს დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამავე დროს, უკიდურესად კრიტიკულად აფასებს რუსი ოლიგარქის რეჟიმის მიერ მიღებულ რუსულ კანონს, მოითხოვს, ეუთო-მ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად და საუბრობს დემოკრატიულ გამოწვევებზე საქართველოში.
ამიტომ არ უჭერს მხარს დოკუმენტს რუსული დელეგაცია, რომელიც 26 ოქტომბრამდე ჯერ ისევ საქართველოს სახელით საუბრობს ამ ფორუმზე“,- აცხადებს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს