სალომე სამადაშვილი მაკკეინის და ს ინსტიტუტების ორგანიზებულ კონფერენციაზე – აქ რომ იყოს ჩამოსული სურკოვი, პუტინის სხვა პროპაგანდისტები და თანაშემწეები, „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნებოდა

საქართველოს ხელისუფლებას აღარ დარჩა არც ერთი მოკავშირე დასავლეთში, ამიტომ ცხადია, კონფერენცია, სადაც იკრიბება ის ხალხი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, მათთვის არ არის მისაღები თავშეყრა – აქ რომ იყოს ჩამოსული სურკოვი, ს სხვა პროპაგანდისტები და თანაშემწეები, ლოგიკურია, „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნებოდა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ს ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ემსახურება.
„საქართველოს ხელისუფლებას აღარ დარჩა არც ერთი მოკავშირე დასავლეთში, ამიტომ ცხადია, რომ კონფერენცია, სადაც იკრიბება ის ხალხი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, მათთვის არ არის მისაღები თავშეყრა. აქ რომ იყოს ჩამოსული სურკოვი, ს სხვა პროპაგანდისტები და თანაშემწეები, ლოგიკურია, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, აქ იქნებოდა წარმოდგენილი, იმიტომ რომ მათი მოკავშირეების კონფერენცია იქნებოდა. აქ ქართველი ხალხის მოკავშირეების კონფერენციაა,” – განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა