სალომე სამადაშვილი – „ლელო“ განიხილავს მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ამის დემონსტრირება მოხდა დღეს და ვფიქრობ, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი

ჩვენ განვიხილავთ მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებასთან შეერთებას.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საკითხი ისე დგას, რომ არჩევნებზე სახელმწიფოს მომავალი წყდება.
„შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს შორის მიმდინარეობს საუბარი. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც ამის ნიშანია. პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა, ეს იყო დასაწყისი პროცესის, რომელიც გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ მალე საზოგადოება იხილავს შემდგომ ოფიციალურ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განაცხადი, რომ საქართველოს ინტერესებს როცა შეეხება საქმე, ჩვენ განვიხილავთ მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს კიდევ ერთხელ. ეს პროცესია, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, „ლელოს“ ამოცანაა, რომ ბარიერის გადალახვის შანსი ყველას ჰქონდეს და არცერთი გადაუნაწილებელი მანდატი არ აღმოჩნდეს „ს ჯიბეში“.
„მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ისე დალაგდება ეს პოლიტიკური კონფიგურაცია, რომ ბარიერის გადალახვის შანსი ყველას ექნება. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ, ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი სწორედ ამ პრინციპით, რომ ჩვენი ამოცანაა, არცერთი გადაუნაწილებელი ხმა არ დარჩეს და არცერთი მანდატი ბიძინა ივანიშვილმა ჯიბეში არ ჩაიდოს. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და არაფერს არ დავაკლებთ ამისთვის. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ ბრძოლას, რომელსაც ჩვენ წლებია ვეწევით ამ რეჟიმის წინააღმდეგ, საკმაოდ დიდი რისკის ფასად, მაგრამ მოქალაქეების ნაცვლად ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რომ არჩევნებზე მივიდნენ და ს წინააღმდეგ მისცენ ხმა“, – განაცხადა .
ინფორმაციისთვის, „ლელოს“, „-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი შეუერთდა.
„ლელოს“ ლიდერმა მ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც.
შეგახსენებთ, „ლელომ“ წინასაარჩევნო გაერთიანების პრეზენტაცია წინა კვირას გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.