– ივანიშვილმა უარი თქვა ქართულ პასპორტზე, როცა ფრანგული პასპორტი აიღო და მას მოქალაქეობა სააკაშვილმა დაუბრუნა, რათა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა – შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, რომ „ეფესბეს” პროექტს გზა გაუხსენი

შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა მცდარი გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო სააკაშვილმა თავად დათმო მოქალაქეობა“.
ს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა უარი ქართულ პასპორტზე, როდესაც ფრანგული პასპორტი აიღო, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა კი დაუბრუნა.
„ბატონო ანრი, პასპორტზე ბევრს ლაპარაკობდით. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ქართულ პასპორტზე, როდესაც აიღო ფრანგული პასპორტი და მას დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილმა პასპორტი, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, შენ მოგმართავ, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა ამ მცდარი გადაწყვეტილებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ