“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ “მეგობარი აქტის“ დამტკიცება სენატში, ნათელი სიგნალი და ახალი ჩარჩოა იმის, რომ “ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება ქვეყანაში“.
როგორც პოლიტიკოსმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ეს აქტი გულისხმობს ისეთი ტიპის ზეწოლას ამ რეჟიმზე, როგორიც არც კი გვინახავს და მეორეს მხრივ, მხარდაჭერას ამ ქვეყანში დემოკრატიული მომავლის.“
დღეს მივიღეთ ნათელი სიგნალი, დიდი ორპარტიული მხარდაჭერით, როდესაც სენატის საგარეო კომიტეტი მსგავს აქტს ამტკიცებს, ეს უკვე დროის საკითხია, როდის გაივლის პროცედურებს, მტკიცდება ახალი ჩარჩო, ივანიშვილის რეჟიმის, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ჩარჩო ამ რეჟიმის დასრულების ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს აქტი გულისხმობს ისეთი ტიპის ზეწოლას ამ რეჟიმზე, როგორიც არც კი გვინახავს და მეორეს მხრივ, მხარდაჭერას ამ ქვეყანში დემოკრატიული მომავლის. ვფიქრობ, სასოწარკვეთილი განცხადება, რომ გამოვარდა მდინარაძე და თქვა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აკრძალავენ, აჩვენებს ამას, რომ ისინი არიან მიმწყვდეული კუთხეში ბოლომდე და არცერთი მათი მცდელობა, რომ ვინმე მოატყუონ, თითქოს, შეუძლიათ რაიმე მოაგვარონ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ყველაფერი ბანქოს სახლივით ჩამოეშალათ“- განაცხადა სამადაშვილმა.
სენატში დახურული შეხვედრა დასრულდა – “პირველების” ინფორმაციით, “მეგობარი აქტი” დამტკიცებულია. ამის შესახებ “პირველებს” ამერიკის სენატიდან აცნობეს.