სალომე სამადაშვილი – ევროსაბჭოს მორიგ ძალიან მკაცრ რეზოლუციაში გაკეთდა უპრეცედენტო ჩანაწერი – უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ ევროპა უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს რეჟიმზე წნეხის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ს რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხი იზრდება.
მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპა კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს „რეჟიმის წინააღმდეგ წნეხის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით“.
„იმის პარალელურად, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება, თითქოს რაიმე შანსი აქვთ გაარღვიონ საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც ერთპარტიული, ავტოკრატიული, არალეგიტიმური რეჟიმი მოექცა, ვხედავთ, რომ ევროსაბჭომ მიიღო მორიგი ძალიან მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც გაკეთდა უპრეცედენტო ჩანაწერი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, დაიწყოს სახელმწიფოთაშორისო პროცედურა და ფაქტობრივად, სარჩელი შეიტანოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში. ეს აჩვენებს, რომ რეალურად, მხოლოდ იზრდება წნეხი ივანიშვილის რეჟიმზე. ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ ევროპა კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს რეჟიმზე წნეხის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით“,-განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღეს. როგორც რეზოლუციის პროექტის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.