სალომე სამადაშვილი – დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში – არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს ჩვენ დავიცავთ

დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს პროევროპული პოლიტიკური ძალები დაიცავენ.
„დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.
არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო აკრედიტაცია, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს დავიცავთ ჩვენ, პროევროპული პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები“,- წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით 10 აპრილს გადაუდებელ დებატებს გამართავს. ინფორმაციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან