სალომე სამადაშვილი – გომელაური აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ქვეყნის შს მინისტრი

გომელაურს ერთ რაიმეს ვეტყვი, ის აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე იმ დანაშაულებისთვის, რასაც ის ხელმძღვანელობს, როგორც ს ჯალათი და არა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, – ასე აფასებს „ლელოს“ დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ იაფფასიანი და გაუნათლებელი ხალხი შერჩა.
„გომელაური იმდენად იაფფასიანი რუსი მონაა, რომ საკუთარ აზრებსაც ვერ იფიქრებს და ახლა მოიპარა შევარდნაძის მრავალი წლის წინ ნათქვამი: “ვისაც გადატრიალება უნდა, თავის საწოლში გადატრიალდეს”. ასეთი იაფფასიანი, გაუნათლებელი ხალხი შერჩა “ქართულ ოცნებას”. გომელაურს ერთ რაიმეს ვეტყვი, ის აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე იმ დანაშაულებისთვის, რასაც ის ხელმძღვანელობს, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი“,- აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, დღეს ჟურნალისტებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა: „არც იოცნებონ… საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა… გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება