გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი ეკლესიის კალთას – ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის, – ამის შესახებ გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჯობია იძინა ივანიშვილი ისევ 100 ქარხნის დაპირებას დაუბრუნდეს.
„გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი-ეკლესიის კალთას.
საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო მის ხელში ამდენ ხანს? მიეღოთ რაც უნდოდათ, კონსტიტუციას რომ ცვლიდნენ. საქართველოს ეკლესიას 17 საუკუნეა განსაკუთრებული როლი აქვს ამ ქვეყანაში და 2024 წლის აგვისტოში გაუნათდათ გონება „ქოცებს“?
ეკლესიის მითვისება არ გაუვიდა და მეორეჯერ ჩავწერ კონსტიტუციაში იმას, რაც უკვე წერიაო.
ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის.
ჯობია ისევ 100 ქარხნის დაპირებას დაუბრუნდეს, ეგება კიდევ ვინმემ დაუჯეროს“, – წერს სამადაშვილი.