სალომე სამადაშვილი – არის მცდელობა საქართველოში რუსული ტირანია დამყარდეს – ქართველი ხალხი საკუთარ თავისუფლებას არ დაუთმობს რეჟიმს, რომელიც რუსული მეთოდებით ებრძვის თავისუფალ მედიას

ქართველი ხალხი საკუთარ თავისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს რეჟიმს, რომელიც რუსული მეთოდებით ებრძვის თავისუფალ მედიას. დღეს თავისუფალი მედიის სახე არის მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მთავრობის კანცელარიასთან, ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მათ მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს.
ს შეფასებით, საქართველოში დღეს არის მცდელობა, რუსული ტირანია დამყარდეს.
„მინდა მივმართო როგორც მზია ამაღლობელს, ასევე რეჟიმის ყველა სინდისის პატიმარს. არ მინდა, რომ ვინმე, ვინც დღეს არის ს საპყრობილეში რეჟიმის მიერ ტყვედ აყვანილი, ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ რომელიმე მათგანზე ნაკლებს ვფიქრობთ, ნაკლებად ვზრუნავთ ან ნაკლებად გვაწუხებს მათი ბედი.
ერთი რამ ცხადია, საქართველოში დღეს არის მცდელობა, დამყარდეს რუსული ტირანია. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ მოხდა რუსეთსა და ბელორუსში თავისუფალი მედიის განადგურება, მათ შორის ჟურნალისტი ქალები იყვნენ რეჟიმის პირველი სამიზნე. ჩვენ გვახსოვს როგორ კლავდნენ, ჟურნალისტი ქალების ფიზიკური ლიკვიდაცია გვახსოვს. როგორც ჩანს , რომელიც სამოქმედო გეგმას იღებს რუსეთისგან, ფიქრობს, რომ ზუსტად იმავე მეთოდებით, ჯერ დაპატიმრებით და გაჩუმებით და შემდეგ თუ საჭიროება დადგა, განადგურებით, შეძლებს, რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს თავისუფლება, მედიის, საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი თავისუფლება.
მინდა, რომ შევახსენო ივანიშვილს და ამ რეჟიმის ყველა მსახურს, იქნება ეს რიგითიო პოლიციელი, რომელიც ემსახურება რუსეთს იმის ნაცვლად, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს, იქნება ეს მოსამართლე, თუ სხვა: ქართველები არ ვართ რუსები, არ ვართ ბელორუსები, ქართველებს გვაქვს ისტორიული მეხსიერება თავისუფლებისთვის არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ გამარჯვების. ქართველი ხალხი საკუთარ თავისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს რეჟიმს, რომელიც რუსული მეთოდებით ებრძვის თავისუფალ მედიას. დღეს თავისუფალი მედიის სახე არის მზია ამაღლობელი.
მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, არ უნდა შეწყდეს ჩვენი აქტიურობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მზია ამაღლობელი იბრძვის საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. თორმეტდღიანი შიმშილობა არის საფრთხე მისი სიცოცხლისთვის. ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს მას, ყველა სინდისის პატიმარს და მათ ოჯახებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – ივანიშვილმა წარმომადგენლის მეშვეობით გამომიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად დიდძალი ოდენობით კრიპტოვალუტას ითხოვს – ასე ვთქვათ, კრიმინალური „სოჩიკი“ ჩამირთო