სალომე სამადაშვილი – არალეგიტიმური მთავრობა შეეცადა ხალხის მოტყუებას, რომ რესურსი აქვს გადატვირთოს ურთიერთობები ვაშინგტონთან, თუმცა მომავალ კვირას დაამტკიცებენ „მეგობარი აქტს“, აშშ საკანონმდებლო დონეზე დააწესებს სანქციების პოლიტიკას

საპარლამენტო აუცილებლად ჩაინიშნება, რადგან რეჟიმი ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას ისეთ მოცემულობაში, როდესაც პარლამენტი გარდა იმისა, რომ არალეგიტიმურია, ქმედუუნაროა , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, რუსეთსაც არ სჭირდება „კოჭლი მთავრობა“.
„რუსეთსაც კი არ აწყობს „ქართული ოცნების“ ასეთი მდგომარეობა. რუსეთს თავისი ამოცანები აქვს, რომელთა შორის არის კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნას ჩანაწერი ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ. ივანიშვილის „კოჭლი მთავრობა“, როგორც დღეს არის, არც რუსეთს აწყობს. ამიტომ, ივანიშვილი, ვერც რუსეთს მოემსახურება კარგად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში მყარი კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება.
სამადაშვილის მოსაზრებით, ახალი არჩევნების, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გარეშე საქართველო არაფერი კარგი არ ელოდება.
„საქართველო არ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მაგრამ EPP-ს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ევროპის პოლიტიკაზე. შეგახსენებთ, რომ ამ პარტიას წარმოადგენს გერმანიის კანცლერი, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნის მეთაური, ცხადია, მათ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ევროკავშირში მყარად არის შემდგარი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას. ახალი არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გარეშე საქართველო წინ არაფერი კარგი ელოდება, გარდა თანამშრომლობის ფორმატების გაუქმებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან. ყველაზე კარგი ასახვა ამ საერთო ევროპული სულისკვეთების, რწმენის არის ფაქტი, რომ ევროსაბჭომ არ აღიარა არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლების მანდატები. ამით ყველაფერია ნათქვამია. ამ ხელისუფლებასთან არავინ აპირებს ურთიერთობას. ამიტომ ჩვენ სწრაფად გვჭირდება საპარლამენტო არჩევნები, რადგან დრო მიდის და საქართველო კარგავს უნიკალურ შესაძლებლობებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციის შინაარს და რეკომენდაციებს, სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, წლის ბოლოს მძიმე სანქციების ქვეშ იქნება მთელი სისტემა, როგორც ოკეანის მიღმა, ასევე ევროკავშირის მხრიდან.
„არა თუ დაწესდება სანქციები, არამედ ეს არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ არალეგიტიმური მთავრობა მორიგ ჯერზე შეეცადა ხალხის მოტყუებას, თითქოს, რესურსი აქვს იმისა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები გადატვირთოს, ამის ნაცვლად მომავალ კვირას დამტკიცებული იქნება „მეგობარი აქტი“. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც -ი საკანონმდებლო დონეზე დააწესებს სანქციების პოლიტიკას. სრული ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამ საკითხს, როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში. ძალიან მალე აშშ-ს ექნება საკანონმდებლო ჩარჩო. სიაში მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები არ არიან შესულები, მათ შორის არიან ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ბიზნეს ამუშავებენ. აშშ-ს სანქციები არ ტოვებს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ ევროკავშირმაც შემოიღოს ანალოგიური სანქციები.
თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, ვვარაუდობ, რომ წლის ბოლოს მძიმე სანქციების ქვეშ იქნება მთელი სისტემა, როგორც ოკეანის მიღმა, ასევე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა სამადაშვილმა.