სალომე სამადაშვილი – ამერიკა რჩება ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას – ბიძინა და მისი ბანდა, დაისჯება

ამერიკა რჩება ცხადია ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის, ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას, ბიძინა და მისი ბანდა, დაისჯება , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამდაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება Politico – ს ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.
დეპუტატი განმარტავს, თუ რატომ დააყენა კონგრესმა ერთდროულად საქართველოს მთავრობის სანქცირებისა და ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხი.
„რატომ გადაწყვიტა ამერიკის კონგრესმა ერთდროულად დააყენოს მთავრობის სანქცირების და საქართველოს ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხი?
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა გასული დღეები თავგასულად საუბრობს იმაზე, რომ „მეგობრები არ ასანქცირებენ“. ესაა კლასიკური რუსული პროპაგანდის ხაზი.
ახლა, ამერიკის პოზიცია ნათელია-ქართველ ხალხს ამერიკამ არა თუ ნაკლები, არამედ მეტი დახმარება უნდა შესთავაზოს, თუ დემოკრატიული პროცესი არ შეფერხდება.
ანუ ამერიკა რჩება ცხადია ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას, ბიძინა და მისი ბანდა-დაისჯება.
ესაა „მეგოვრობის აქტის“ შინაარსიც და გზავნილიც, – წერს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით