მომღერალი სალომე კორკოტაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობადი სახის, გია კორკოტაშვილის ქალიშვილია.
პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ლისის ტბაზე გაიცნო და ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ ოჯახი გაიპარნენ და ოჯახიც შექმნეს. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ წყვილი დაშორდა. წყვილს ერთი საერთო ვაჟი ჰყავს.
„ჩემი შვილი ზუკა 14 წლისაა. ძალიან მაღალია, წვერი აქვს, დიდს ჰგავს. ქუჩაში გვეუბნებიან, რა საყვარელი და-ძმა ხართო, ხან ბავშვებს გვეძახიან. ძალიან მეგობრული და მშვიდი დედა ვარ. თუ დაიჯერებთ, მე და ზუკას არ გვიკამათია, ხმამაღლა არაფერი გვითქვამს, იმდენად მარტივად გვესმის ერთმანეთის. მშვიდად ვუხსნი ხოლმე. უკარგესი ბავშვი და ძალიან საყვარელია. მიყვარხარ, ზუკა…“
“სიყვარული, ჩემი აზრით, ჰგავს ყვავილს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თავიდან ყველაფერი ადვილია, აღფრთოვანებული ხარ, მაგრამ თუ ამ ყველაფერს არ გაუფრთხილდი, რაღაც დროის შემდეგ ქრება” – ამბობდა სალომე.
სალომე მოგვიანებით სამორი ბალდესაც ხვდებოდა, თუმცა ურთიერთობა მალევე დასრულდა. მოგვიანებით სალომე უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა იქ გააგრძელა.
“ჩვენს რეალობაში სირთულეები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. საერთოდ თბილისი ძალიან დეპრესიული ქალაქი მგონია, ჩემმა ბევრმა მეგობარმა მოიკლა თავი. ისიც საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი ფანჯრის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი როგორ მოკლეს. ამ მოვლენების გამო ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი.
მუსიკის არაერთ მასწავლებელს უთქვამს ჩემთვის, არაფერი გამოგივა, რატომ წვალობო. სწორედ ამ ადამიანებს ვუგზავნი ხოლმე ჩემი წარმატების ამსახველ ფოტოებს და ვწერ: “გთხოვთ, სხვებს ნუღარ დააკომპლექსებთ”.
გარკვეული პერიოდი მზად არ ვიყავი, უცხოეთში ჩემს კარიერაზე სერიოზულად მემუშავა. ენაც კი არ ვიცოდი კარგად. მეზარებოდა ენის კურსებზე სიარული. ქმარმა დამაწყებინა ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლა. თავიდანვე შემითანხმდა, ჩხუბის დროსაც კი შეგისწორებ სიტყვებს, არასწორად თუ წარმოთქვამო.”
მომღერალმა მეორედ შექმნა ოჯახი. მისი მეუღლე ინგლისელია. ის პროფესიით ჟურნალისტია და ლექციებსაც კითხულობს.
ამ სიყვარულში ძალიან გამიმართლა, რადგან ის ძალიან მეგობრულია და “იეს მენია”, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერზე აქვს პასუხი: “დიახ”. ამიტომ ბევრს ვმოგზაურობთ ნეპალში, ტიბეტში.
თვითონ ყოველთვის მეუბნება, რომ ცხოვრება არ არის ადვილი, ყოველთვის უნდა გქონდეს დიდი ზურგჩანთა, იარო წინ, ნახო ბევრი რამ და არ აქვს მნიშვნელობა, წვიმს, თოვს თუ მზეა. რიჩარდის ძალიან მადლობელი ვარ, რადგან საკუთარ თავში უფრო დიდი რწმენა გამიღვივა.
რიჩარდი 5 წლის წინ, სწორედ იმ დროს გავიცანი, როდესაც ყველაზე მარტოდ ვგრძნობდი თავს. ის ყველანაირად ეცადა, საკუთარ თავში საუკეთესო თვისებები დამენახა” – იხსენებდა სალომე კორკოტაშვილი.
ამჯერად კი მუსიკოსი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და მეგობრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს. ის მეორე შვილს ელოდება: “6 თვის ორსული”, – წერს სალიო.