სალომე თოფურია – ნინო კასრაძის ქალიშვილი, რომელიც დედის გზას ბრწყინვალედ აგრძელებს

ნინო კასრაძეს დღეს ყველა იცნობს. თეატრისა და კინოს უნიჭიერესი მსახიობი წლებია, მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. ის დღესაც ძალიან აქტიურია ორივე მიმართულებით და სხვადასხვა თეატრშიც შეიძლება მისი ნახვა და ახალ ქართულ ფილმებშიც.

პირადი ცხოვრება ნინოს უფრო ნაკლებად ღია აქვს და ხშირი ინტერვიუებით თუ საკუთარ თავსა და ოჯახზე საუბრით არ გამოირჩევა. ამიტომ ბევრმა არც იცის, რომ ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მსახიობი სალომე თოფურია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა კინოსა და თეატრში და ძალიან პერსპექტიულ გოგონად მიიჩნევა, ნინოს ქალიშვილია.

სალომე ახალ ქართულ სერიალ “სეანსში” თამაშობდა და რეზო ჩხიკვიშვილს უწევდა პარტნიორობას.

ამჟამად კი სამეფო უბნის თეატრში თამაშობს პოპულარულ სპექტაკლში “ზაფხულის ღამის სიზმარი”, რომელშიც ნინო კასრაძეც მონაწილეობს და დედა-შვილი ერთად დგას სცენაზე.

ცოტა რამ ნინო კასრაძეზე

ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა.ის ტყუპისცალია. მისი და მაკა წამყვანია ერთ-ერთ რადიოში.

როგორც მაკა ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში, ბავშვობის რამდენიმე წელი ირანში გაატარა, სადაც მისი მშობლები სამუშაოდ გაგზავნეს.

kasradze

„სამი წელი ვცხოვრობდით ირანში. ახლა რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, სამი წელი თითქოს რა არის, მაგრამ ამ წლებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ამბობენ, ხუთ წლამდე ბავშვი რასაც აითვისებს, განცდა იქნება ეს თუ ცოდნა, მერე მთელ ცხოვრებაზე გავლენას ახდენსო“.

წაიკითხეთ სრულად