სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გისოსებს გარეთ

ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის ს მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი, 2 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს გააკეთებს.
„მართალია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება, „დიფ სთეითი“ საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, შესაბამისად ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის ს მხრიდან, რა თქმა უნდა ვერ იქნება წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”