სალომე ზურაბიშვილს ცრუპენტელობა ახასიათებს – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩასულიყო, გზიდან გააბრუნეს, ეხმაურება და ამბობს:
“საერთოდ, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ბოლშევიზმზე ნაკლებად ვისაუბრებდი. შეიძლება შენ თავს დაარქვა ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მაგრამ რეალურად შენი საქმით იყო ისეთ პარტიულ თუ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ელემენტებს შეიცავენ თავის მოქმედებებსა და პოლიტიკაში. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით, მგონი, არასწორი წარმოდგენა აქვს. რაც შეეხება ანსამბლის უკან გაბრუნებაში სუს-ის ჩართულობას, ეჭვი მეპარება. საერთოდ, ეს ცრუპენტელობა ახასიათებს ზოგიერთს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც.”

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?