სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად. ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი სისრულეში მოიყვანს

სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად. ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი სისრულეში მოიყვანს
„ხალხის ძალის“ წევრი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ქმედება ნაკარნახევია და გამომდინარეობს სახელმწიფოს სამართლებრივი პატივისცემიდან, რადგან არ შეიძლება ს მიერ ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.
მისივე თქმით, პრეზიდენტობანას თამი შეგნებულად არღვევს საქართველოს უზენაეს კანონს, საქართველოს კონსტიტუციას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მისი “ფრანგული ქოლგის” ქვეშ გააერთიანოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მასავით მოქმედი პოლიტიკური ძალები.
„სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად ანუ ის პოლიტიკურად უკვე უარყოფილია ქართველი ხალხის მიერ, მაგრამ ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე არანაკლებ 100 ხმით სისრულეში მოიყვანს, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს რა სალომე ზურაბიშვილს. ეს ქმედება ნაკარნახევია და გამომდინარეობს სახელმწიფოს სამართლებრივი პატივისცემიდან, რადგან არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.
იმპიჩმენტის ამ პირველი პროცედურის დასრულების შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე საგარეო ვიზიტი განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობანას თამი შეგნებულად არღვევს საქართველოს უზენაეს კანონს, საქართველოს კონსტიტუციას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მისი “ფრანგული ქოლგის” ქვეშ გააერთიანოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მასავით მოქმედი პოლიტიკური ძალები“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”