“სალომე ზურაბიშვილს ეს შენობა მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ქართველ ხალხს ეკუთვნის” –

“სალომე ზურაბიშვილს ეს შენობა მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ქართველ ხალხს ეკუთვნის” –
ეს შენობა სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მემკვიდრეობით მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს შენობა არ აქვს მას მემკვიდრეობით მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს.
ჩემი მოლოდინია, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, გაითვალისწინებენ ყველა შემთხვევაში იმას, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვერ წავლენ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)