სალომე ზურაბიშვილს ამოძრავებს საკუთარი კეთილდღეობა და ფული, რაც არ უნდა იფართხუნონ, არ გამოუვათ არაფერი – ნიკუშა შენგელაია

სალომე ზურაბიშვილს ამოძრავებს საკუთარი კეთილდღეობა და ფული, რაც არ უნდა იფართხუნონ, არ გამოუვათ არაფერი – ნიკუშა შენგელაია
სალომე ზურაბიშვილს ამოძრავებს საკუთარი კეთილდღეობა და ფული – განაცხადა მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 11 მაისს, ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში, წამყვანის დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა მიზანი ამოძრავებს სალომე ზურაბიშვილს ახლა.
ნიკუშა შენგელაიამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და თქვა, რომ ამ აქციების ორგანიზატორები დამფინანსებლებს უჩვენებენ, რომ რაღაც აქტივობებს ახორციელებენ.
“რაღაც თარიღებს ელოდებიან, რომ თავიანთ დამფინანსებლებს აქტიურობა აჩვენონ, რომ აქ რაღაცას წარმოადგენენ, მეტი არაფერი. ისეთ ხალხზე აქვთ იმათ ფსონი დადებული, რომ არ გამოუვათ საქართველოში არაფერი, რაც არ უნდა იფართხუნონ, არ გამოდის.
მათი ინტერესების განხორციელების პრობლემა “ქართული ოცნება” და კი არ არის, ქართველი ხალხია.”- განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
Next: უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა