სალომე ზურაბიშვილს ადარდებს მხოლოდ ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს, აქ ხომ მისი სამშობლო არ არის, აუცილებლად მიმაჩნია, ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოიძიონ მისი ჩადენილი საქმეები

სალომე ზურაბიშვილს ადარდებს მხოლოდ ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს, აქ ხომ მისი სამშობლო არ არის, აუცილებლად მიმაჩნია, ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოიძიონ მისი ჩადენილი საქმეები
სახელმწიფოს მტერს, გაურკვეველი ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის მიმდევარ “მართმადიან” სალომე ზურაბიშვილს, რაც ადარდებს, მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთში, ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ ვარშავის უსაფრთხოების სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ “რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება”.
ნიკოლეიშვილის თქმით, ზურაბიშვილის ფრაზა საგულისხმოა, ვინაიდან ის აღიარებს, რომ დასავლეთში კრიზისი მაინც ყოფილა.
ის მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ზურაბიშვილის საქმიანობით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. “სახელმწიფოს მტერს, გაურკვეველი ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის მიმდევარ “მართმადიან” სალომე ზურაბიშვილს, რაც ადარდებს, მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთში, ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს. თუმცა, მისი ფრაზა “დასავლეთის კიდევ ერთი კრიზისი,” მაინც საგულისხმოა, ე.ი. დასავლეთში კრიზისი მაინც ყოფილა, აბა სხვაგვარად კიდევ ერთის დადგომაზე, რატომ ინერვიულებდა?!
თან დამაფიქრებელი იცით რა არის, ამის თქმასაც ხომ არ დაავალებდნენ, აგერ სულ რამდენიმე დღის წინ გახლდათ ევროპაში გაქუსლული და ალბათ იქ შინაურულად უთხრეს მოსალოდნელი კრიზისის შესახებ, ამან კი ადგა და “დიდი საიდუმლო” გასცა, უფრო სწორედ წამოსცდა, თან შეშფოთებული გულისტკივილით. აქ რა მოხდება, აქ რა იქნება საერთოდ არ ადარდებს, ან რატომ უნდა ადარდებდეს, აქ ხომ მისი სამშობლო არ არის. აქედან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ და გამოიძიონ ყველა მისი ჩადენილი საქმეები, მავნებელი პასუხისმგებლობას არ უნდა ავარიდოთ, ქვეყნის მტერმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა