სალომე ზურაბიშვილსა და ჯიმ ო’ბრაიენს შორის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევარს გაგრძელდა. საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.
ჯიმ ო’ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სთან გამართა. ჯიმ ო’ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მაისს, დღის 12:00 საათისთვის მივიდა და შენობა 15:00-ის წუთებზე დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ამ შეხვედრას -ის ელჩი საქართველოში ც ესწრებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ჯიმ ო’ბრაიენი ასევე შევხდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
დაგეგმილი იყო შეხვედრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთანაც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ 13 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია