საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას.
შეხვედრა მიმდინარეობს პრეზიდენტის ოფისში, სადაც ამ დროისთვის წარმოდგენილნი არიან “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა”, “ძლიერი საქართველო” და პარტია “ფედერალისტების” წევრები.
არსებული ცნობებით, განხილვის მთავარ თემებს შორის არის 31 მარტისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები.
