სალომე ზურაბიშვილმა ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ძმათა სასაფლაოზე მემორიალი ყვავილებით შეამკო. ის მუხათგვერდში დღეს, 7 აგვისტოს იმყოფებოდა – აგვისტოს ომის დაწყებიდან მე-17 წლისთავზე.
„დღეს არ არის მხოლოდ ამ გმირების მოხსენიების დღე. ეს არის დღე, როცა უნდა ვფიქრობდეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჯერ კიდევ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება.
ეს ომი არ დასრულება, ის დღესაც მიმდინარეობს, დღეს ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და დღეს მიმდინარეობს ს ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ – საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთი ქართველის ხელით, ჰიბრიდული ომი, რომელიც კიდევ უფრო საშიშია“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ რუსეთი ში სამხედრო ძალებით აწარმოებს ომს, საქართველოში კი ჰიბრიდულს.
დღეს, 7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის – სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% – აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და .
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.