სალომე ზურაბიშვილმა შოვში დაღუპული 3 ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის და ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა ცოდნის კაფეს თანაშემქმნელები და მოხალისეები, დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც ს ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
პრეზიდენტმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის, “ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.
ამ დრომდე, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ყველა მათგანის ვინაობა ცნობილია. სტიქიის ზონაში მაშველები ერთ ადამიანს, ზაზა მესხის მცირეწლოვან შვილს ეძებენ.
რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ