სალომე ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი და გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ს ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა.
“პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ”, – წერს ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, “ჩვენი ხმა ევროპას” კამპანიის ფარგლებში და მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს შეხვდა და სწორედ ამ შეხვედრაზე გადასცა ღირსების მედლები დაღუპული ახალგაზრდების დედებს.