საკმარისია, რომ იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც ჩემი იმპიჩმენტის საქმის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ეთერიდან მიმართა.
„საკმარისია, რომ იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც ჩემი იმპიჩმენტის საქმის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ.
მე მინდა, რომ მივმართო მათ – დაფიქრდით, ერთი თუ ორი წელი დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც ამ ქვეყნის მოღალატე თუ ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ, როგორც ნამდვილი გმირები? ერთი მოსამართლე ვნახეთ გმირი, არჩევნების დროს და დაიმსახურა მთელი ქვეყნის სიყვარული. არ გინდათ, რომ ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?
ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გადავეცი საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს, ყველა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. მეორე არის ის, რომ მაინც, სადღაც ბოლომდე ვთვლი, რომ ადამიანს უნდა მისცე შანსი, რომ თავისი ადამიანობა, თავისი ქართველობა გამოაჩინოს. სამი ადამიანია საჭირო იმისთვის, რომ აგვარიდოს მთელ ამ უბედურებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.