სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს , ის მაინც დარჩება წინასწარ პატიმრობაში, არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება

სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს , ის მაინც დარჩება წინასწარ პატიმრობაში, არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება
სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა , რომ არა ერთი ფაქტორი – რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება.
„სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა, გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო გაშლილი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, მათ შორის, 27 ელჩი აიძულეს, რომ დემარშით მისულიყვნენ იუსტიციის მინისტრთან. უკიდურესად ძლიერი იყო კონკრეტული ძალების სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო. აქამდე გააკეთებდა ამას , რომ არა ერთი ფაქტორი – რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ.
შესაბამისად, პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ანუ, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს წინასწარი პატიმრობა, რაც არის შეფარდებული მის მიმართ და არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, პრაქტიკული დატვირთვა ამ შეწყალებას ნაკლებად ექნება,“- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას