სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა.
უფრო კონკრეტულად, ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს შეხვდა. ასევე, სალომე ზურაბიშვილს აუდიენცია ჰქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთან.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგასაც ესაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს – ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს