სალომე ზურაბიშვილმა მარშის მონაწილეებს საახალწლო სოფლის სცენიდან მიმართა – ეს სცენა ჩვენია, მოედანი, სასახლე, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებული სცენიდან მიმართა აქცია-მსვლელობის მონაწილეებს.
ზურაბიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეც და მოედანიც ეკუთვნის ქართველ ხალხს.
„მადლობა მინდა, გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა! შევხვდებით 21:00 საათზე “, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, 21:00 საათზე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს