სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს

საერთაშორისო პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. კარგად იცის თვითონაც, რომ რადიკალური ოპოზიციაა იმ ოკუპაციის ავტორი და შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“ საქართველოში და, ზოგადად, საერთაშორისო პროცესებში არცერთი ნაბიჯი ს ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია.
„ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს: შემოჭრას და ოკუპაციას სამართლებრივი წინაპირობა შეუქმნა; სტრატეგიული ობიექტები ჩააბარა რუსეთს და ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ოკუპაცია განგრძობითი იყოს; სასამართლოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართა, ხალხი არ გამოიყვანა, დანაშაულები ჩაიდინა და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გამაგრების საშუალება მისცა. 700 მეტრში თუ უფრო ნაკლებშია განლაგებული ს ბაზა ცენტრალური გზებიდან. ამის საშუალება მისცა ს გუნდმა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, იმას ედავება, რომ თურმე შეიძლება პრორუსული იყოს მისი პოლიტიკა და საქმიანობა. ვერავინ მოიტყუება, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა საქართველოში ვითარების გამწვავება და რადიკალური, რევოლუციური გზის განვითარება. ეს აშკარაა და ამას არავინ მალავს, მათ შეუერთდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახლა დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდონში მიმდინარე დავის გარშემო რაც ხდება, ეს არ არის უბრალოდ ფინანსური პროცედურა ან ბანკის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესების რგოლი, რაც გარკვეულ ძალებს სურთ გამოიყენონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი „დასაჯონ“, რადგან საქართველოს ინტერესები უცხოელი მოთამაშეების ახირებებზე წინ დააყენა

ვერავითარი ფინასური თუ პოლიტიკური სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაჩერებს საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამაულიშვილური პროექტების განხორციელბისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია

თეიმურაზ წიქვაძე- გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, რის გამო დააწესეს სანქცია, დაწესებული სანქცია იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში გამოცხადდება. ეს მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის – „შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“