სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ.
„პრეზიდენტი შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და -ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა ჟუროვას.
შეხვედრებისას განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველი ხალხის მისწრაფება ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.
შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი