სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ქართული მედიის წერილი გადასცა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უმაღლესი დონის შეხვედრებისას ევროპელ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობა გააცნო, დაკავებული, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ ესაუბრა და ის წერილი გადასცა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა თბილისში, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.
ქართული მედიის 17 წარმომადგენლის წერილი, რომელიც ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ტელევიზიებში, რეგიონულ მედიასა და ონლაინმედიაში შექმნილ მდგომარეობას ასახავდა, პრეზიდენტმა გადასცა:
ს პრეზიდენტს, ალან კარის, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, ჯო უილსონს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია