სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა – პრემიერი

სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტივა ვერ ექნება.
„მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება