– 21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“ – მათე სინდისისა და ღირსების მაგალითად დარჩება

21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში მათე დევიძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს, რომელსაც თავად ესწრებოდა.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პროცესის მცირე ადგილიან დარბაზში გამართვა, „რეჟიმის შიშის ნიშანია“.
„ოც ადგილიან დარბაზში რომ ჩანიშნავ მათე დევიძის, საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მატარებელ სასამართლოს, ეს უკვე რეჟიმის შიშის ნიშანია!
21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“.
მათე მაგალითად დარჩება სინდისისა და ღირსების. პატარა ბიჭი, არასრულწლოვანი შესული ციხეში, 7 თვის მერე დადგა კაცად და გვიჩვენებს ყველას სიმართლის გზას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას