ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა -ს სთხოვს იმავეს – კარგად ჩანს, როგორ სძულს მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატს საქართველო და ქართველი ხალხი

სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა -ს სთხოვს იმავეს – კარგად ჩანს, როგორ სძულს მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატს საქართველო და ქართველი ხალხი
ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ თურმე, საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
იონათამიშვილის თქმით, ამ განცხადებებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ სძულს ზურაბიშვილს საქართველო და ქართველი ხალხი, მის იმპერიალისტურ ხედვას კი არაფერი აქვს საერთო თანამედროვე მიდგომებთან და პრინციპებთან.
ამასთან, რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი არ არის, არამედ, იგი სტრატეგიული ბურჯია რეგიონში, ხოლო, ნებისმიერი ქვეყნის და ერის ღირსება ეფუძნება სწორ ფასეულობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და არა ტერიტორიების კვადრატულ მეტრებს ან მოსახლეობის რაოდენობას.
“სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ თურმე, საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ამ განცხადებებიდან, სინამდვილეში კარგად ჩანს, როგორ სძულს მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატს საქართველო და ქართველი ხალხი, რომ პატარა ქვეყნებს და ერებს, მისი აზრით, აქვთ ნაკლები უფლებები და ისინი “დიდი ქვეყნების” ჭკუაზე უნდა დადიოდნენ. სწორედ ეს არის იმპერიალისტური, ბოლშევიკურ-ფაშისტური ხედვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე საერთაშორისო სამართალთან, მიდგომებთან და პრინციპებთან.
ზურაბიშვილს შევახსენებ, რომ საქართველო ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი ქვეყანა კი არ არის, არამედ სტრატეგიული ბურჯია რეგიონში, რომელიც უძლებს მრავალ გამოწვევას უსაფრთხოებისა და თავისუფლების გზაზე.
საქართველოს სიძლიერე მის სუვერენიტეტში, ღირებულებებში და სტრატეგიულ მდებარეობაშია და მოსახლეობის რაოდენობაზე აპელირება არის პირდაპირი მტრობა, როგორც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღის, ასევე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის. ნებისმიერი ქვეყნის და ერის ღირსება ეფუძნება სწორ ფასეულობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და არა ტერიტორიების კვადრატულ მეტრებსა, თუ მოსახლეობის რაოდენობებს.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც რცხვენოდა, რომ საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.” – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში