: ჯარისკაცების, პატიმრების, ბავშვების კვებიდან მოპარული ფული არ ეყოთ, ახლა მოხუცებს პარავენ ლუკმას

ჯარისკაცების, პატიმრების, ბავშვების კვებიდან მოპარული ფული არ ეყოთ, ახლა მოხუცებს პარავენ ლუკმას უფასო სასადილოებიდან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, წერს.

მისი თქმით, ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი, ღირსეული ქალაქის თავი.

ზურაბიშვილი სხვამს კითხვას – რაზეა პასუხისმგებელი ქალაქის მერი, თუ არა  მის დაქვმდებარებაში არსებულ უწყებებში ჩადენილ დანაშაულზე.

ჯარისკაცების, პატიმრების, ბავშვების კვებიდან მოპარული ფული არ ეყოთ, ახლა მოხუცებს პარავენ ლუკმას უფასო სასადილოებიდან … ანუ მილიონების კეთება სკვერების მოწყობით და გზების დაგებით, მშენებლობებისთვის კოეფიციენტების გაზრდით, ტენდერების თავიანთ ინტერესებზე მორგებით და გაყალბებით თურმე არ გყოფნით … გაუმძღარნი კიდევ უნდა გამდიდრდეთ ჩვენი ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე !!!

სირცხვილის განცდა არ არსებობს!

არც პასუხისმგებლობის შეგრძნება.

ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის და არაა ვალდებული პასუხი აგოს მის დაქვმდებარებაში არსებულ უწყებებში ჩადენილ დანაშაულზე! არც დაღუპულ ბავშვებზე! არც მოპარულ მილიონებზე!

აბა რაზეა პასუხისმგებელი, რას ნიშნავს მერის მანდატი და ხალხის წინაშე ანგარიშის წარდგენის ვალდებულება?

ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი,ღირსეული ქალაქის თავი! მაგრამ სადაა ღირსება?ღირსეული ვერ გაბედავდა ხალხის დაცინვას – წალენჯიხაში ძვირად ღირებულ ავტომობილებით რბოლას !

თუმცა ამათგან დიდი ხანია არც ღირსებას, არც პასუხისმგებლობას აღარ ველოდებით !,- წერს ზურაბიშვილი.