სალომე ზურაბიშვილი – ხვალ ზუგდიდში მივდივარ, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, გავაგრძელებ სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას – ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი

ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხვალ ზუგდიდში ჩავა, ხოლო -დან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს.
ს განმარტებით, აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს.
„ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ – თბილისის გარეთაც. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ხვალ ზუგდიდში მივდივარ, სადაც ამ ხალხთან, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მათთან ვიქნები. მას შემდეგ, რაც ამერიკიდან დავბრუნდები, გავაგრძელებ სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი მხოლოდ თბილისში არ არის, ამაში დიდი სიახლეა, რომ მთელ ქვეყანაში არის გავრცელებული. ჩვენც ყველგან უნდა ვედგეთ გვერდში ჩვენს მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყვნენ, ეს არის ჩემი მიზანი. მე ყველასთან მექნება კავშირი. ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოს, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე, არ შეიძლება მიღწეული იყოს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი