ხაზარაძის მაშველი რგოლია, საერთო ჯამში ისინი “ნაცების” საქმეს აკეთებენ

სალომე ზურაბიშვილი ხაზარაძის მაშველი რგოლია, საერთო ჯამში ისინი “ნაცების” საქმეს აკეთებენ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ვეტოც ბრძოლის ნაწილია. მისივე თქმით, მიზანი იყო ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულიყო ზეწოლა, რათა გადამდგარიყო და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრს ემართა . როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად მოქმედებს , რომელიც მამუკა ხაზარაძეს მაშველ რგოლად ევლინება.
მისივე თქმით, ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული.
„ვეტო არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხაზარაძემ დაალაგა სქემა, რომ ვენეციის კომისიის ერთი პუნქტი ჩაეჭირა და ეთქვა, რომ კალანდარიშვილი საერთოდ უნდა გაქრეს იქიდან. თავდასხმა უნდა მოეწყოთ კალანდარიშვილზე, რომ დაბულინგებულიყო, გადამდგარიყო და სანამ მისი მოადგილეა, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი მოვალეობა გადადგომის შემთხვევაში, ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო.
ეს იყო მიზანი, ჩავარდა, და ეს მიზანი რომ იქნებ რამენაირად შემოტრიალდეს, ამისთვის ზრუნავს სალომე ზურაბიშვილი. ხაზარაძის მაშველი რგოლია ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი. საერთო ჯამში ისინი ნაცები საქმეს აკეთებენ ამით. რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა იმიტომ, რომ ხაზარაძის ამ პიარულ და ამავდროულად მავნებლურ გეგმას, ერთი მხრივ დააბულინგოს კალანდარიშვილი რომ გადადგეს და მეორე მხრივ, მისმა პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს მისი მოვალეობა, ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ მას არ მივცემთ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ევროკავშირის მხრიდან დაუფარავად მიდის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის “პლანტაციებზე” ჩვენთვის “შესაფერისი ადგილის” მიჩენა

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას