სალომე ზურაბიშვილი – ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც

ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ [მზია ამაღლობელს], მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც – სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ [მოსამართლეს საქმე] ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში განაცხადა.
„არ მაქვს მოლოდინი. ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი, რომ მე პროგნოზებს არ ვაკეთებ. ძალიან მძიმე დღე არის. საზოგადოებას დასცინიან ამ გაგრძელებით [განაჩენის გამოცხადების გადადებით]. ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ [მზია ამაღლობელს]. ეს წასვლა-წამოსვლა რთულია. ცხადია, რთულია ფსიქოლოგიურადაც, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო. სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელმა ს პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი

ირაკლი კირცხალია გიორგი შარაშიძეს – როცა აქ შემოხვედით, გითხარით – „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ

ირაკლი კობახიძე – ადრე „რუსული კანონი“ იყო, ახლა არის არაბული ქალაქი – აქამდეა დასული! შეუძლიათ ორი სიტყვა ატრიალონ და მესამე სიტყვაზე ვეღარ გადადიან – ასეთია ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია!